აკნე, იგივე ფერიმჭამელები, კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი დაავადებაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: უბრალო შავი წერტილებიდან დაწყებული, მტკივნეული, კანქვეშა კვანძებით დამთავრებული. აკნესთან ბრძოლა ხშირად ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე ადამიანის თვითშეფასებასა და სოციალურ ცხოვრებაზე.
ამ სტატიაში სრულყოფილად განვიხილავთ აკნეს გამომწვევ მიზეზებს, მის ტიპებსა და მკურნალობის გზებს.
მოკლედ Mobilmed-ის შესახებ: კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. თბილისში მცხოვრებთათვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება – ექიმის გამოძახება ბინაზე მისვლით, რაც დაგეხმარებათ დროისა და ენერგიის დაზოგვაში. შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი სერვისი, რათა მიიღოთ პროფესიონალური დახმარება კომფორტულ გარემოში.
რა არის აკნე და რა იწვევს მას?
აკნე არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების და თმის ფოლიკულების დახშობის შედეგად ვითარდება. ეს პროცესი, როგორც წესი, იწყება ცხიმის (sebum) ჭარბი გამომუშავებით, რომელიც წარმოიქმნება ცხიმოვან ჯირკვლებში და მიზნად ისახავს კანის დატენიანებას. როდესაც ცხიმის წარმოება იზრდება, მასში არსებული მკვდარი უჯრედები და ბაქტერიები ერთად გროვდება და თმის ფოლიკულებს ახშობს. ეს ქმნის იდეალურ გარემოს ბაქტერია Propionibacterium acnes-ის გამრავლებისთვის, რაც იწვევს ანთებას და გამონაყარს.
აკნეს გამომწვევი მიზეზები
აკნეს გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია: ჰორმონალური ცვლილებები, გენეტიკა, სტრესი, არასწორი კვება და გარემო ფაქტორები. აკნეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, განსაკუთრებით მოზარდებში. პუბერტატის პერიოდში ტესტოსტერონის დონის მატება იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას და ცხიმის ჭარბ წარმოებას. სწორედ ამიტომაა აკნე მოზარდებში ასეთი გავრცელებული. ქალებში ჰორმონალური ფონის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე ორსულობის ან მენსტრუალური ციკლის დროს.
ამასთან, გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ თქვენს ოჯახში ვინმეს ჰქონდა აკნე, თქვენც გაქვთ მისი განვითარების უფრო მაღალი რისკი.
ასევე, სტრესი ზრდის კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს, რის შედეგადაც შეიძლება მეტი ცხიმი გამომუშავდეს და აკნე გამწვავდეს. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ არასწორი კვება, მაგალითად მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები (როგორიცაა ტკბილეული, თეთრი პური) და რძის პროდუქტები ხელს უწყობენ ამ პროცესს.
გარდა ამისა, გარემო ფაქტორებიც ახდენენ გავლენას. დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და კანის ხშირი შეხება ჭუჭყიან ხელებზე ასევე ხელს უწყობს აკნეს განვითარებას.

სახეობები და მათი იდენტიფიცირება
ფერიმჭამელების სახეობები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია ანთების ხარისხზე და დახშული ფოლიკულის ტიპზე. არაანთებითი აკნე მოიცავს შავ წერტილებს (ღია კომედონები), რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც დახშული ფოლიკული იხსნება ზედაპირზე და მასში არსებული ცხიმი და უჯრედები ჰაერთან კონტაქტში მოდის და იჟანგება, რის გამოც შავდება. ასევე არსებობს თეთრი წერტილები (დახურული კომედონები), რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც დახშული ფოლიკული დახურულია კანის ზედაპირის ქვეშ.
ანთებითი აკნეს შემთხვევაში, შეიძლება შეგვხვდეს პაპულები – წითელი, მცირე ზომის გამონაყარი, რომელიც ანთებითი პროცესის შედეგია.
პუსტულები პაპულების მსგავსია, მაგრამ ზედაპირზე აქვს ჩირქოვანი თავი.
ნოდულები, ანუ კანქვეშა აკნე, არის მტკივნეული, დიდი ზომის კვანძები, რომლებიც ღრმად მდებარეობს კანქვეშ. ეს არის აკნეს მძიმე ფორმა, რომელსაც ხშირად სჭირდება პროფესიონალური მკურნალობა. ცისტები კი დიდი ზომის, ჩირქით სავსე წარმონაქმნებია, რომლებიც კანქვეშა ქსოვილს აზიანებენ. ეს ფორმა ყველაზე მძიმეა და ხშირად ნაწიბურებს ტოვებს.
აკნე შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ხშირად გვხვდება აკნე სახეზე, განსაკუთრებით შუბლზე და ლოყებზე. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია აკნე ზურგზე, რაც ასევე მოითხოვს ყურადღებას და შესაბამის მკურნალობას.
ფერიმჭამელების მოშორება და აკნეს მკურნალობა
კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. არ არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ეფექტური იქნება. თუმცა, არსებობს ძირითადი პრინციპები და სამკურნალო საშუალებები, რომელთა განხილვაც მნიშვნელოვანია.
აკნეს მოშორება პირველ რიგში სწორი კანის მოვლით იწყება. აუცილებელია სახის რეგულარული დაბანა (დღეში ორჯერ) რბილი საწმენდი საშუალებებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენოთ აგრესიული ან ამქერცლავი პროდუქტები, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ კანის გაღიზიანება და სიტუაციის გამწვავება. რეტინოიდები წარმოადგენენ A ვიტამინის წარმოებულებს და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა აკნეს სამკურნალოდ. ისინი ხელს უწყობენ კანის უჯრედების განახლებას, ამცირებენ ცხიმის წარმოებას და ხელს უშლიან ფოლიკულების დახშობას. ანტიბიოტიკები, როგორც ადგილობრივი, ასევე ორალური, გამოიყენება ანთების შესამცირებლად და ბაქტერიების გასანადგურებლად. იზოტრეტინოინი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება აკნეს მძიმე, ცისტური ფორმების სამკურნალოდ. ის მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზომას და ცხიმის წარმოებას. ამ პრეპარატს აქვს გვერდითი ეფექტები და მისი გამოყენება აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.
ასევე არსებობს პროფესიონალური პროცედურები, მაგალითად ქიმიური პილინგი, რომელიც გამოიყენება კანის ზედა ფენის მოსაშორებლად, რაც ხელს უწყობს დახშული ფორების გაწმენდას. ლაზერული თერაპია ხელს უწყობს ბაქტერიების განადგურებას და ანთების შემცირებას. აკნეს ექსტრაქცია – სპეციალისტს შეუძლია უსაფრთხოდ გაწმინდოს შავი და თეთრი წერტილები, რაც ხელს უშლის მათ დაინფიცირებას და აკნეს გამწვავებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის სხვადასხვა დაავადებების შესახებ, გაეცანით ჩვენს სერვისებს. ჩვენი კლინიკა “მობილმედი” გთავაზობთ სხვადასხვა სამედიცინო სერვისს, მათ შორის ექოსკოპია ბინაზე მისვლით. ჩვენი გუნდი ასევე გთავაზობთ ლაბორატორიას გამოძახებით, რაც დაზოგავს თქვენს დროს და უზრუნველყოფს კომფორტს.
ხშირად დასმული კითხვები აკნეს შესახებ
უნდა დამუშავდეს თუ არა აკნე მექანიკურად?
აკნეს მექანიკური დამუშავება, იგივე ამოღება, მკაცრად არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების ღრმა კანის შრეებში გავრცელება გამოიწვიოს. თავის მხრივ, ეს ანთებას აძლიერებს, ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას და, რაც ყველაზე ცუდია, ნაწიბურების დატოვებას. თუ აკნეს ამოღება აუცილებელია, ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალმა, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და მინიმუმამდე დაიყვანოს ნაწიბურების რისკი.
ახდენს თუ არა კვება გავლენას ამ პროცესზე?
დიახ, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ კვება გავლენას ახდენს აკნეზე. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები, როგორებიცაა ტკბილეული, თეთრი პური და ზოგიერთი რძის პროდუქტი, ზრდის ინსულინის დონეს, რამაც თავის მხრივ შეიძლება ხელი შეუწყოს ცხიმის წარმოებას. რეკომენდებულია ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით და სრულფასოვანი მარცვლეულით.
შეიძლება თუ არა აკნე მოზარდობის ასაკის შემდეგაც გაგრძელდეს?
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ აკნე მოზარდებში ყველაზე ხშირია, ის შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც. ამას ეწოდება “ზრდასრულთა აკნე” და უფრო ხშირია ქალებში, რაც დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან. მკურნალობის გარეშე, მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს.
როგორ მოქმედებს მზე აკნეზე?
თავდაპირველად მზის სხივებმა შეიძლება გააშროს კანი და გააუმჯობესოს აკნეს მდგომარეობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მზემ შეიძლება დააზიანოს კანი, გამოიწვიოს ცხიმის ჭარბი გამომუშავება და გაამწვავოს გამონაყარი. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ დარწმუნდით, რომ ირჩევთ არა-კომედოგენურ პროდუქტებს, რომლებიც არ ახშობს ფორებს.
თუ კანის დაავადებებთან დაკავშირებული კითხვები გაწუხებთ, გაეცანით ჩვენ სერვისს დერმატოლოგია და დაგვიკავშირდით.
კანის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა პროფესიონალის ჩართულობას საჭიროებს. ჩვენს კლინიკა Mobilmed-ში გელოდებათ გამოცდილი დერმატოლოგები, რომლებიც დაგეხმარებიან აკნეს მკურნალობასა და კანის ჯანმრთელობის აღდგენაში.
არ გადადოთ თქვენი ჯანმრთელობის საკითხები. წინასწარ დაჯავშნეთ კონსულტაცია ან გამოიძახეთ ექიმი სახლში. ჩვენი ექიმები მუდამ მზად არიან, დაგეხმაროთ.