ექიმი ბინაზე მისვლით

მობილმედი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს  – ექიმი გამოძახებით, ეს მომსახურება ბევრად მარტივს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამედიცინო დახმარების მიღებას. აღსანიშნავია, რომ თბილისში სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერ უბანში, ხოლო ბათუმში გელოდებათ სრულფასოვანი კლინიკა თანამედროვე აღჭურვილობით. 

დაგეგმეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია კომფორტულად სახლიდან გაუსვლელად.

მობილმედი 2012 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს ხელმისაწვდომ, კომფორტულ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენი მთავარი ღირებულებაა პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, რაც გამოიხატება როგორც კლინიკაში, ისე ექიმის სახლში გამოძახების სერვისში. სწორედ ამიტომ, თბილისის ფილიალი სპეციალიზებულია ექიმებისა და ლაბორანტების ბინაზე მომსახურებაზე, რაც პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას კომფორტულად და სწრაფად.

ექიმის ბინაზე მისვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც უჭირს გადაადგილება: ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები და დაკავებული სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, ექიმის გამოძახების სერვისით სარგებლობა მიზანშეწონილია, როდესაც გჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ თქვენი მდგომარეობა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, არ გაქვთ დრო კლინიკაში ვიზიტისთვის ან გსურთ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკის შემცირება.

ექიმები ბინაზე მისვლით

პაციენტის მკურნალობა ბინაზე მისვლით სახლში

ამ სერვისით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულფასოვანი დახმარება. ჩვენი სპეციალისტი ჩაატარებს დეტალურ გამოკვლევას, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში, შეძლებთ ჩაიტაროთ დოპლერის გამოკვლევა ან სხვა დიაგნოსტიკური პროცედურები, რადგან ჩვენი მობილური აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს ადგილზე განვახორციელოთ სხვადასხვა კვლევები საჭიროებისამებრ, იქნება ეს რენტგენის გადაღება  თუ ულტრაბგერითი გამოკვლევა .

ექიმის გამოძახება ძალიან მარტივი პროცესია: დარეკეთ ჩვენს ნომერზე ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი ვებგვერდზე, მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ჩივილები. წინასწარ დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო და ჩვენი სპეციალისტი გეწვევათ მითითებულ განრიგზე. წინასწარი დაჯავშნა განსაკუთრებით რეკომენდებულია გეგმიური კონსულტაციებისთვის, რათა მიიღოთ სერვისი ზუსტად თქვენთვის სასურველ დროს. გადაუდებელი შემთხვევებისას ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად გავუწიოთ პაციენტს დახმარება.

მობილმედის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური ექიმებისგან, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება აშშ-ისა და გერმანიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

ხშირად დასმული კითხვები

ექიმის გამოძახების ფასი დამოკიდებულია სპეციალისტის პროფილზე, გამოძახების დროზე (დღის ან ღამის საათები) და საჭირო პროცედურებზეზუსტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე ან მოგვწერეთ. აღსანიშნავია, ისიც, რომ ხშირად ვთავაზობთ აქციებს და ფასდაკლებებს, ამიტომ გამოგვყევით სოციალურ ქსელებში და თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს: კლინიკა “მობილმედი”.

ექიმი ბინაზე გამოძახებით ხელმისაწვდომია თბილისში, ნებისმიერ უბანში. ბათუმში კი გელოდებათ ჩვენი სრულად აღჭურვილი კლინიკა, სადაც ადგილზე შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

ექიმის მისვლის დრო დამოკიდებულია თქვენს მდებარეობაზე და არსებულ დატვირთვაზე. გადაუდებელი შემთხვევებისთვის ვცდილობთ უფრო სწრაფად მოგემსახუროთ. გამოძახების დროის დაზუსტება შესაძლებელია წინასწარ დაჯავშნისას.

მობილმედში შესაძლებელია სხვადასხვა პროფილის ექიმის გამოძახება: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა სპეციალისტები. კონკრეტული პროფილის ექიმის განრიგის შესახებ გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინასწარ.

დიახ, ჩვენი ექიმები აღჭურვილნი არიან პორტატული მოწყობილობებით და მათ შეუძლიათ ადგილზე ჩაატარონ ელექტროკარდიოგრამა, წნევის გაზომვა, სისხლის აღება ანალიზისთვის, ინექციები და სხვა მცირე სამედიცინო მანიპულაციები. 

ჩვენი ერთ-ერთი პოპულარული სერვისია ლაბორატორია გამოძახებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ სისხლის და სხვა ანალიზები სახლიდან გაუსვლელად. რთული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, აუცილებლად გაგვაფრთხილეთ და გამოიძახეთ ჩვენი სპეციალიზებული მობილური აპარატურა შესაბამისი ტექნიკოსით.

გამოიძახეთ ექიმი სახლში მობილმედიდან და მიიღეთ პროფესიონალური სამედიცინო დახმარება თქვენთვის კომფორტულ გარემოში! დაჯავშნეთ ვიზიტი ახლავე!