MobilMed-ის გინეკოლოგიური დიაგნოსტიკის სერვისები ხელმისაწვდომია თბილისსა და ბათუმში. თბილისში, თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტი სახლში და ჩაიტაროთ ვაგინალური ექოსკოპია გამოძახებით ბინაზე მისვლით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია. ბათუმში კი გელოდებათ თანამედროვე კლინიკა, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყველა საჭირო გინეკოლოგიური კვლევა. ჩვენი მიზანია, თითოეული პაციენტისთვის შევქმნათ მაღალი ხარისხის მომსახურება და მაქსიმალური კომფორტი.
რა არის ვაგინალური ექოსკოპია?
ვაგინალური ექოსკოპია უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც გამოიყენება ქალის მენჯის ღრუს ორგანოების – საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეებისა და ფალოპის მილების შესასწავლად. ამ კვლევის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკა, როგორიცაა კისტები, სიმსივნეები, ანთებითი პროცესები და სხვა.
ტრანსვაგინალური ექოსკოპია კი იძლევა დეტალურ და ზუსტ სურათს, რაც ეხმარება ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში და ეფექტური მკურნალობის დანიშვნაში.

ვაგინალური ექოსკოპიის აუცილებლობა და ჩვენებები
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, თუ რა შემთხვევაშია საჭირო ვაგინალური ექოსკოპია. ეს კვლევა ინიშნება ისეთი სიმპტომების დროს, როგორებიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ტკივილი მენჯის ღრუს არეში, უნაყოფობა ან სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან. გარდა ამისა, ექოსკოპია გამოიყენება ორსულობის ადრეულ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად და საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოსარიცხად.
საშვილოსნოს ექოსკოპია ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რადგან მისი საშუალებით ხდება საშვილოსნოს ზომის, ფორმისა და სტრუქტურის შეფასება. ასევე მოწმდება ენდომეტრიუმის სისქე და მდგომარეობა. ეს ინფორმაცია გადამწყვეტია სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვაგინალური ექოსკოპია ქალიშვილებში არ ტარდება. ამ შემთხვევაში გამოიყენება მუცლის ზედაპირული ექოსკოპია, რომელიც ისეთივე ინფორმაციულ სურათს იძლევა.
კლინიკა “მობილმედი”-ში შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნა ექიმთან, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია კონსულტაციისას.

ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ვაგინალური ექოსკოპია MobilMed-ში?
ვაგინალური ექოსკოპიის ფასი მომსახურების ფორმატზეა დამოკიდებული. თუ ისარგებლებთ ექიმის ბინაზე გამოძახების სერვისით, ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს კლინიკაში ჩატარებული კვლევის ღირებულებისგან. ჩვენი ფასები კონკურენტუნარიანია და ორიენტირებულია ხარისხისა და ღირებულების ოპტიმალურ თანაფარდობაზე. დაგვიკავშირდებით და კლინიკის ოპერატორები მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას ყველა ფინანსური დეტალის შესახებ და დამატებით, გაგაცნობენ მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებს.
როგორ მოვემზადოთ მოვემზადოთ ვაგინალური ექოსკოპიისთვის?
სპეციალური მომზადება, როგორიცაა შარდის ბუშტის შევსება, არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. პირიქით, სასურველია, რომ კვლევის დაწყებამდე შარდის ბუშტი დაცლილი იყოს. თუ თქვენს ექიმს მიაჩნია, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს მუცლის ზედაპირული ექოსკოპიის ჩატარებაც, შეიძლება მოგთხოვოთ შარდის ბუშტის ავსება, თუმცა ამის შესახებ წინასწარ უნდა გაცნობოთ.
კვლევის დაწყებამდე სასურველია დაიცვათ ჰიგიენის ნორმები. თუ იყენებთ ტამპონს ან სხვა ინტიმურ ჰიგიენურ საშუალებას, უნდა მოიშოროთ ის პროცედურის დაწყებამდე. სპეციალისტი დეტალურად აგიხსნით ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა კვლევა მაქსიმალურად კომფორტული და ზუსტი იყოს.
რა უნდა ვიცოდე პროცედურის შესახებ?
პროცედურა ტარდება პაციენტისათვის კომფორტულ პოზიციაში. გამოიყენება სპეციალური, თხელი ზონდი, რომელზეც თავსდება ერთჯერადი კონდომი და ჰიპოალერგიული გელი. ზონდი ნელა შეჰყავთ საშოში და ექიმი იღებს ვიზუალურ სურათს ეკრანზე. ეს პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა და გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი.
თუ გესაჭიროებათ დამატებითი კვლევები, როგორიცაა სისხლის ანალიზის გაკეთება ან ლაბორატორია გამოძახებით, ჩვენი სპეციალისტები მოგაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას მათ შესახებ. კლინიკის სერვისების ფართო სპექტრი საშუალებას გაძლევთ, კომპლექსური გამოკვლევები ერთ სივრცეში ჩაიტაროთ.
რა ინფორმაციას გვაძლევს ვაგინალური ექოსკოპია?
ვაგინალური ექოსკოპია იძლევა დეტალურ სურათს მენჯის ღრუს ორგანოების მდგომარეობაზე. მისი დახმარებით შესაძლებელია: საკვერცხეების ზომისა და სტრუქტურის შეფასება, კისტებისა და სხვა წარმონაქმნების გამოვლენა. საშვილოსნოს ზომის, ფორმისა და სტრუქტურის განსაზღვრა. ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის) სისქის დადგენა, რაც მნიშვნელოვანია მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს. ასევე საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასება და ორსულობის ადრეულ ეტაპზე ნაყოფის განვითარების შემოწმება.
ჩვენი გამოცდილი ექიმი-გინეკოლოგი დეტალურად გაანალიზებს მიღებულ შედეგებს და მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციებს.
შეიძლება თუ არა ორსულობის დროს ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარება?
დიახ, ვაგინალური ექოსკოპია ორსულობის ადრეულ ეტაპზე უსაფრთხო და ხშირად აუცილებელი პროცედურაა. მისი საშუალებით შესაძლებელია ორსულობის დადასტურება, ნაყოფის გულისცემის მოსმენა, საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვა და ნაყოფის ზუსტი ვადის დადგენა. ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ორსულობის უტყუარი პირველი ნიშნები და დროულად დავიწყოთ ორსულობის მართვა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება დოპლერის გადაღება, რათა შეფასდეს სისხლის მიმოქცევა ნაყოფსა და პლაცენტაში.
დაჯავშნეთ ვაგინალური ექოსკოპია დღესვე და მიიღეთ ზუსტი დიაგნოსტიკა პროფესიონალურ და კომფორტულ გარემოში!