მობილმედი 2012 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს ხელმისაწვდომ, კომფორტულ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ჩვენი მთავარი ღირებულებაა პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, რაც გულისხმობს ინოვაციური სერვისების დანერგვას, მუდმივ განვითარებას და პროფესიონალიზმს. მობილმედი უზრუნველყოფს როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო სერვისებს, რომლებიც ადაპტირებულია პაციენტების საჭიროებებზე.
საქართველოში მობილმედი წარმოდგენილია ორი ფილიალით, თბილისსა და ბათუმში:
- თბილისის ფილიალი სპეციალიზებულია ექიმებისა და ლაბორანტების გამოძახებით მომსახურებაზე, რაც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად.
- ბათუმის ფილიალი კი სრულფასოვანი კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გთავაზობთ კომპლექსურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტი და ეფექტური მკურნალობის მიღებას.
მობილმედის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური ექიმებისა და ლაბორანტებისგან, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება აშშ-ისა და გერმანიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სიზუსტისა და სანდოობის გარანტიაა ყველა ჩატარებულ კვლევასა და მკურნალობაში.
გარდა ამისა, 2024 წლიდან მობილმედს მინიჭებული აქვს ორი ISO სერტიფიკატი:
- ISO 15189 – რომელიც ეხება ლაბორატორიულ საქმიანობას და გულისხმობს კვლევების მაღალ სიზუსტეს, ხარისხის კონტროლს და პაციენტებისადმი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას;
- ISO 9001 – მენეჯმენტის სტანდარტი, რომელიც ადასტურებს, რომ მობილმედი ეფექტურად მართავს ყველა პროცესს და ორიენტირებულია მუდმივ გაუმჯობესებაზე. ეს სერტიფიკატები მიანიშნებს, რომ მობილმედი აკმაყოფილებს მსოფლიო დონის სტანდარტებს და არის საიმედო პარტნიორი პაციენტებისთვის.