ნუნუ ჯიჯავაძე არის გამოცდილი ნევროლოგი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მიმართულებით. მან ბაკალავრის ხარისხი პედიატრიაში მიიღო ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ნევროლოგიაში ორდინატურა გაიარა ქ. სანკტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში.
ნუნუს მრავალწლიანი კარიერა მოიცავს ისეთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობას, როგორიცაა სს საზღვაო ჰოსპიტალი, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი და სანიტასის ნეირორეაბილიტაციის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელადაც ის დღემდე მუშაობს. იგი აქტიურად არის ჩართული ბავშვთა ნეირომოტორული განვითარების შეფასებასა და ნეირორეაბილიტაციის პროცესებში.
ნუნუ მონაწილეობდა არაერთ სემინარ-ტრენინგში და საერთაშორისო კონფერენციაში, მათ შორის ბალტიის ზღვის საზაფხულო სკოლაში და ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო ეპილეფსიის კურსებში. მისი პროფესიული განვითარება ასევე მოიცავს ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის კურსებს, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის ტრენინგებს, რაც საფუძვლად დაედო მისი პრაქტიკული უნარებისა და ცოდნის მაღალ დონეს.
ის თავისუფლად ფლობს რუსულ ენას და საშუალო დონეზე გერმანულსა და ინგლისურს, რაც საშუალებას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მომსახურება გაუწიოს პაციენტებს.
დაჯავშვნა
