სფეციალობა: ლაბორანტი
სახელი: ნანა გაბისონია
ტელეფონი: +995 596 31 25 25

ნანა გაბისონია არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ლაბორატორიული მედიცინის სფეროში, რომელსაც 30 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს ბიო-სამედიცინო გენეტიკასა და ლაბორატორიულ კვლევებში.

საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება ბიოლოგიის მიმართულებით და სახელმწიფო სერტიფიკატი ექიმი-ბიოლოგის კვალიფიკაციით საფუძვლად დაედო მის წარმატებულ კარიერას. მისი პროფესიული განვითარება განპირობებულია მუდმივი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისკენ სწრაფვით. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ ღონისძიებებსა და ტრენინგებში, რომლებიც ფოკუსირებული იყო ლაბორატორიული მედიცინის თანამედროვე მეთოდოლოგიებზე, ხარისხის მართვაზე და პრაქტიკულ მიდგომებზე.

ნანას პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა ზუსტი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი მუშაობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებულ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას. მისი მიზანია, ლაბორატორიული მედიცინის დარგში უახლესი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, ხელი შეუწყოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის ეფექტურობას.

დაჯავშვნა