ინგა აბელაძე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ოჯახისა და პედიატრიული მედიცინის სფეროში, რომელსაც 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც კლინიკურ, ისე მენეჯერულ მიმართულებებში.
აქტიურად ახორციელებს პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებში მონაწილეობით. კვალიფიკაციას იმაღლებს ბავშვთა დაავადებების მართვის, ვაქცინაციის, გერიატრიული პაციენტების მკურნალობისა და ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და მართვის უახლესი მიდგომების მიმართულებით.
პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალფეროვან საქმიანობას, მათ შორის ამბულატორიულ მომსახურებას, ბავშვთა ჯანმრთელობის მართვას და პაციენტთა ბინაზე ვიზიტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.
ინგა აბელაძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე მედიცინისა და გამოცდილების მეშვეობით, შეუძლია უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურება, რაც ბავშებისა და მათი ოჯახის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
დაჯავშვნა
