
ფიზიოთერაპია არის მკურნალობა ფიზიკური მეთოდებით, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც მედიკამენტების გამოყენებით, ისე მათ გარეშე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ფიზიოთერაპიულ მეთოდს სჭირდება პრეპარატის გაცილებით მცირე დოზები. შესაბამისად, მას პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არის უმტკივნეულო და აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურა.
ფიზიოთერაპიის საშუალებით ხდება:
- ანთების და ტკივილის კუპირება (შემცირება/მოხსნა).
- სისხლის ადგილობრივი მიმოქცევის გაუმჯობესება.
ფიზიოთერაპიული მეთოდები მოიცავს:
- ულტრაბგერით თერაპიას
- ლაზეროთერაპიას
- მაგნიტოთერაპიას