მობილმედი

მობილმედი

მომსახურება სახლში გამოძახებით

მობილმედი

თენემდროვე ტექნიკა და უზუსტესი ანალიზები





ექოკარდიოგრაფია (გულის ექოსკოპიური კვლევა) ---- 80ლარი


გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოკარდიოგრაფია), წარმოადგენს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის მაღალინფორმატიულ, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს. ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას თვით გულის სტრუქტურა და ასევე გამოვლინდეს სითხე პერიკარდიუმის ღრუში, ღრუსშიდა თრომბები, შეფასდეს გულის ფუნქციური მდგომარეობა, განისაზღვროს გულის კამერების ზომა, სისხლის ნაკადი მაგისტრალურ სისხლძარღვებში. გამოკვლევის ინფორმატიულობას რამდენამდე ზრდის დოპლეროგრაფია, განსაკუთრებით კი პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, მათ შორის სხვადასხვა ლოკალიზაცის მიოკარდიუმისინფარქტის, კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების და სხვა პათოლოგიების დროს.



ელექტროკარდიოგრამა

ელექტროკარდიოგრამა – (ეკგ) (ელექტრო…, კარდიო… დაგრამა), გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულებაა. ელექტროკარდიოგრამა წარმოდგენას იძლევა გულის კუნთის სხვადასხვა მონაკვეთში აღგზნების წარმოშობის, გავრცელებისა და ელექტრული აქტივობის ჩაქრობის პროცესზე. ელექტროკარდიოგრამა – გულში აღმოცენებული ელექტრული პოტენციალების გრაფიკული გამოსახვაა სპეციალური ხელსაწყოს, ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით.





ექოსკოპია


პლევრის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის, და საშარდე სისტემის კვლევა. - ერთი სისტემა - 70 ლარი. 2სისტემა 100 ლარი. მუცლის ღრუ : ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა. მცირე მენჯი : მეან-გინეკოლოგიური, უროლოგიური და შარდის ბუშტის ექოსკოპია. საშარდე სისტემა : თირკმელები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი(პროსტატა).



რენტგენი - 70 ლარი

გულმკერდის, მუცლის ღრუს, ძვლების, სახსრების რენტგენოგრაფია.
ოჯახის ექიმის და ნევროპათოლოგის ბინაზე კონსულტაციას.
კონსულტაციის ღირებულებაა 65 ლარი..